суббота, 13 августа 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება: დაწერილი და დაუწერელი კანონები ძველად და ახლა
2.პროექტის მთავარი იდეა[თემა]; 
საქართველოს მთის რეგიონებში დამკვიდრებული კანონების გავლენა საზოგადოებაზე–ამოიცნონ მოსწავლეებმა მიღებული და მიუღებელი წესები.
3.პროექტის აქტუალობა.;        მხატვრული და ისტორიული ნაწარმოებებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გაჩნდა ანალიზისა და მსჯელობის აუცილებლობა კანონთან და სასჯელთან დაკავშირებით–რა ხდებოდა უწინ,რამდენად სამართლიანი იყო თემის მიერ       გამოტანილი განაჩენი და რა ხდება დღეს/                                                                                                                                                                                                                
4.პროექტის მიზნები:                ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს კვლევის,მოძიების ,ანალიზის,შედარების,სინთეზისა და შეფესება–დასკვნის გამოტანის უნარ–ჩვევა,არგუმენტირება მოყვანილი მაგალითების,ამონარიდების გამოყენებით,დავანახოთ  და შევადარებინოთ მოსწავლეებს კანონების ლეგიტიმურობა.
5.მონაწილეთა ასაკი;                 16
6.ვადები/ხანგრძლივობა;          2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;               საინფორმაციო ბუკლეტები,გამოფენა ნახატებით,ფოტომასალით,თეატრალური იმპროვიზაციით.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;               დაფა,ფორმატი,მარკერები,ვიდეო და აუდიო,ფოტო მასალა.სახელმძღვანელოები,დეკორაციები,დიალექტური სამოსები და ატრიბუტიკა,
9.პროექტის მსვლელობა;             მასწავლებელი სვამს კითხვას:„თქვენ ბევრი რამ წაგიკითხავთ ან გსმენიათ მთაში თემის       დანიშნულების,ფუნქციის,ხევისბერთა და უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ   ,მაგრამ თუ დაფიქრებულხართ , რამდენად სამართლიანი იყო  თემის მიერ დადგენილი კანონები,  ემორჩილებოდნენ   თუ  ეწინააღმდეგებოდნენ პიროვნებები   ამ წესებს,თვით თემი თუ იყო კანონმორჩილი?          მოსწავლეები გმოთქვამენ ვარაუდებს,მასწავლებელი ისმენს,შემდეგ დაფაზე წერს   2 სამსჯელო კითხვას; 
 1.დაწერილი და დაუწერელი კანონები ს გავლენა უწინდელ საზოგადოებაზე ;   
2.კანონთა ლეგიტიმურობა დღეს  და  ჩვენი  დამოკიდებულება;        
მასწავლებელი მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით ქმნის  2   საპროექტო ჯგუფს,ანაწილებს ფუნქციებს და სთხოვს მოამზადონ  საპროექტო პროდუქტი,წარმოადგინონ პრეზენტაცია დადგენილ ვადებში.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;            ეროვნულ სასწ.გეგმასთან ინტეგრირება:ქართული, ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება:თეატრი,კინო,მხატვრობა,ფოტოხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი:        ქეთევან გიორგაძე
12. .პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qetidmaneli@gmaill.com